რამდენიმე წუთის წინ ნაძალადევში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები ოჯახი შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახის წევრი სახლიდან გავიდა, 10 წუთის შემდეგ უკან დაბრუნებულს კი ბინა გატეხილი, ძვირფასეულობა კი წაღებული დახვდა.
დაზარალებული "მთავარი არხის" თანამშრომელია. გაძარცვული ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძარცველმა კარგად იცოდა, როდის არ იყვნენ ისინი სახლში და რომ სახლში ახალხანს ლომბარდიდან გამოტანილი ძვირფასეულობა ჰქონდათ. სახლის პერიმეტრზე განლაგებულია სათვალთვალო კამერები.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე მობილიზებული თანამშრომლები ამბობენ, რომ გამოძახებულია ასევე სამძებრო ძაღლი და მტკიცებულებების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით გაძარცვულ ბინაში ისინიც არ შედიან.