მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე გახსნილია. 3 ბრალდებულიდან 2 წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, არასრულწლოვანს კი, რომელიც ასევე ფიგურირებს მძიმე დანაშაულში, პოლიცია ეძებს.
გამოძიებამ 53 წლის შოთა ლორიას ცხედარს დაკავებულების აღიარებითი ჩვენების საფუძველზე მიაგნო. თბილისიდან გატაცებული ტაქსის მძღოლი თავდამსხმელებმა მოკლეს, ცხედარი მდინარესთან მინდორში დაკრძალეს, მისი კუთვნილი ავტომობილი კი ნაწილებად დაშალეს.
უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალდებული ძმები დანაშაულს. დაკავებულებს ამ დრომდე არ ჰყავთ ადვოკატი