კახეთში უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს. "მთავარის არხის" ინფორმაციით შსს-მ მკვლელობის ბრალდებით კი 60 წლამდე კაცი ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ იპოვეს.50 წლამდე ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, ქალი წლების განმავლობაში დაკავებულთან ერთად ცხოვრობდა. მეგობარი ქალის მკვლელობის მოტივი კი სავარაუდოდ, ფინანსური ინტერესი გახდა.
იხილეთ ასევე:
კახეთში უზბეკეთის მოქალაქე მოკლეს | 50 წლამდე ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება