არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მონიტორინგის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა.
ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, მათ შორის:
მონიტორინგის მიხედვით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ცაგერში, ამბროლაურსა და ონში "ქართული ოცნების" მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელითაც, რომელიც ოფიციალურად მაჟორიტარობის კანდიდატად არის დასახელებული.
ISFED-მა 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში დღეს, 4 აგვისტოს წარადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.