შუშანა მაცაბერიძეს ასამართლებენ, პოლიციელი ამბობს, "პატარა მონას" მეძახდაო - "დროა"

გამოქვეყნდა:

დროას ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო აქტივისტის, შუშანა მაცაბერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მას პოლიციელისთვის "მონის" დაძახებას ედავებიან:

"ამ წუთებში, "დროას" წევრს, შუშანა მაცაბერიძეს ასამართლებენ. ერთადერთი ბრალდება პოლიციელისთვის "მონას" დაძახებაა. 
უფრო ზუსტად, პოლიციელი ამბობს, "პატარა მონას" მეძახდაო.

Update: მოწმე პოლიციელის თქმით, შუშანა მის კოლეგას "პუტინის მონასაც" ეძახდა.

Update_1: შუშანა აეროპორტთან სხვამ დააკავა, სასამართლოზე კი სხვა პოლიციელი აძლევს ჩვენებას. ანუ დაკავებისას ოქმი ვინც შეადგინა, ის პროცესს არ ესწრება. შესაბამისად, სულ სხვა პოლიციელი დგას და იტყუება, რომ მან მიიღო მონაწილეობა შუშანას დაკავებაში." აცხადებს "დროა"

ცნობისთვის, მაცაბერიძე პოლიციამ 19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართული აქციის დროს დააკავა, როდესაც საზოგადოება და აქტივისტები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და პირველი ავიარეისის "აზიმუტის" ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი