დაკავებულია "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ხელმძღვანელი და ორი ექიმი

გამოქვეყნდა:

დაკავებულია თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ასევე კლინიკაში მომუშავე ორი ექიმი. როგორც აღმოჩნდა, მათ პაციენტისგან ფული თაღლითური გზით მიითვისეს. 

გამოძიების ინფორმაციის თანახმად, ორი პირი სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზეა დაკავებული. მესამე პირს კი, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ახალგაზრდა ქალს, რომელიც ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, ოპერაცია შესაბამისი საექიმო საქმიანობის უფლების არმქონე მედიკოსებმა ორი ოპერაცია ჩაუტარეს. 

პირველ ოპერაციამდე ექიმმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში იქნა გადაგზავნილი და ოპერაციასაც იტალიიდან მოწვეული სპეციალისტგები ჩაატარებდნენ, თუმცა რეალურად, ოპერაცია მან და საავადმყოფოში კონსულტანტის თანამდებობაზე მომუშავე მეორე ექიმმა ჩაუტარეს. პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ სქემა გამეორდა. ამჟამად ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა გართულებულია და ის დღემდე კომაშია.

საქმეზე მოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო, თავად ოპერაციები ამავე წლის დეკემბერში იქნა ჩატარებული. 

მედიკოსების წინააღმდეგ ბრალდება მოიცავს, ერთ შემთხვევაში სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ა"ქვეპუნქტებს და 246-ე მუხლის პირველ ნაწილს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო საავადმყოფოს ხელმძღვანელის მიმართ ბრალი წარდგენილია სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ორიდან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

  

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი