თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლები გარდაცვლილის წარსულით ინტერესდებიან და შესაბამის კითხვებს მეზობლებს უსვამენ. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის მამა "მთავართან" საუბრობს და ამბობს, რომ სამართალდამცველებს ისიც აინტერესებთ, სცადა თუ არა წარსულში დაღუპულმა თვითმკვლელობა.
მეზობლებს ეკითხებიან, როგორი გოგო იყო. დაკითხვაზე რომ მიდიან, ჯერ ასწავლიან, ესე თქვიო, მერე დაკითხვას იწყებენ...პრემიერი მართალაც თუ პრემიერია და ხალხის სამსახურში დგას, ესე არ უნდა მოიქცეს, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ოჯახი ისევ ითხოვს პრემიერთან შეხვედრას, თუმცა ამ დრომდე მთავრობის მეთაურისგან, არანაირი პასუხი არ მიუღიათ. გარდა ამისა, ბაჩალიაშვილის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიებამ მათი შვილის კომპიუტერიდან გარკვეული მასალები წაშალა.
როგორც ცნობილია, ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერში, ხელჩასაჭიდი არაფერი აღმოჩნდა, რაც ოჯახს ეჭვებს უჩენს. ისინი საქმეში აშშ-ს ფედერალური ბიუროს გამომძიებლების ჩართვას ითხოვენ.