ქობულეთში მოკლული 20 წლის ახალგაზრდა დედამ პირადი ნივთებით ამოიცნო - ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

ქობულეთში მოკლული 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან უკვე გადაასვენეს.

მოკლულის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა იმდენად იყო დასახიჩრებულო რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო.

ახლობლების ინფორმაციით, მოკლული  სტუმრად მეგობრის სახლში იყო, ის 17 მაისიდან გაუჩინარდა და მასპინძელი და თვითმხილველი გვამის პოვნამდე  იტყუებოდნენ. 

მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა, შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ჩამდენმა პირმა ქვეყანა დატოვა.

ავტორი:თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი