
პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც ამ წუთებში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სპეციალურ ბანერზე ხელმოწერები გროვდება - "ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს პოლიტპატიმრების გარეშე", რომელიც ევროპარლამენტში გაიგზავნება იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაინახონ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას.
შეგახსენებთ, ათონელის ქუჩაზე ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, რომელსაც მონაწილეების ნაწილი "მთავარი არხის" ეზოდან, ნაწილი კი პუშკინის ქუჩიდან ფეხით მსვლელობით შეუერთდნენ.
ევროპარლამენტში გამოსვლამდე 4 დღით ადრე, აქციის მთავარი გზავნილი საქართველოს პრეზიდენტისთვის, უსამართლოდ დაპატიმრებული მედიამენეჯერის ტყვეობიდან გათავისუფლების მოთხოვნაა.