ქობულეთში 20 წლის გიორგი ალხანიშვილი პოლიციამ დამარხული იპოვა. ის მისივე თანატოლებმა გაიმეტეს. ცხედარი დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით ამოიცნო. ფაქტზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
ასევე რამდენიმე პირია დაკავებული კახეთში მომხდარი მკვლელობისთვის. ირკვევა, რომ 26 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს და ჭა ბეტონით ამოავსეს.
საგამოძიებო უწყება ოფიციალურ მონაცემებს იშველიებს და საზოგადოებას არწმუნებს, რომ საქართველოში კრიმინალმა იკლო.