ექიმების თაღლითური სქემა - 23 წლის ახალგაზრდა 20 თვეა კომაშია

გამოქვეყნდა:

თბილისის ცენტრალური კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ცნობილი ანგიო ქირურგი ვახტანგ ყიფიანი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგად დააკავეს. მათ ბრალი უკვე წარედგინათ.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ ცნობილი ექიმების გამო 23 წლის გოგონა 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. ექიმების დაკავების შესახებ თანამშრომლებმა ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყვეს. 

ფაქტი, რომლის გამოც ექიმები ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან 2018 წელს მოხდა. 23 წლის გოგონას ფეხზე ორთოპედიული ოპერაცია დაუნიშნეს. მოლაპარაკების მიხედვით, ოპერაცია იტალიელ სპეციალისტებს უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა გამოძიება ამტკიცებს რომ იტალიელი ექიმები პროცედურას არ დასწრებიან და ქირურგიული მანიპულაცია ქართველმა ექიმებმა ჩაატარეს. მათ კი შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდათ. 

პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმებიან არც ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები და არც დაკავებული მედიკოსების ადვოკატი. ისინი აცხადებენ რომ საგამოძიებო უწყების მეირ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამება. 

ახალგაზრდა გოგონას ადვოკატი რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია პასუხისმგებლობას ქართველ ექიმებს აკისრებს. ამბობს რომ მან პირადად მოიპოვა დოკუმენტები რომლითაც დგინდება რომ ოპერაციას არალიცენზირებული მედიკოსები ატარებდნენ. 

პირველი საჩივარი დაზარალებული ოჯახისგან ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოსი შევიდა. უწყებამ საკითხი შეისწავლა და ჩათვალა რომ მასალები საგამოძიებო ორგანოსთვის უნდა გადაეგზავნა. 

დღეს მთავარმა პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუსწრებლად წარუდგინა. მან საქართველოს საზღვრები გამოძების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი