600 ლარით დაზარალებული ივანიშვილი - მოსამართლემ ბაგრატიონის დაცვის მტკიცებულებები არ მიიღო

გამოქვეყნდა:

აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი,"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

ელგუჯა ბაგრატიონის პროცესზე, რომელიც თითქმის მთელი დღე გაგრძელდა, მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულება არც ამჯერად მიიღო და საქმეს ვიდეომასალები არ დაურთო.

ბაგრატიონის ადვოკატი ამბობს, რომ წარდგენილი ვიდეომასალებით ელგუჯა ბაგრატიონის უდანაშაულობა მტკიცდება:

ის ეჭვი რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ბიძინა ივანიშვილის მიერ დავალებული პროცესი, ეს ნათლად გამოჩნდა ამ სხდომაზე. სასამართლო და პროკურატურა ყველა მეთოდით ცდილობს რომ დადგეს ის შედეგი, რაც არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“- ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

საზოგადოებამ დღეს უკვე ნახა ეს კადრები, რეალობა რა მოხდა იქ და ამ ადამიანს ედავებიან სულ სხვა რამეს. საზოგადოებამ ნახა თუ როგორ გააყალბა პოლიციამ მტკიცებულება, თუ როგორ შეცვალეს კამერა და დაზიანებული კამერა მიიტანეს, თუ როგორ არ ქონია კამერის ჩამოვარდნას ადგილი" ამბობს ბაგრატიონის ადვოკატი მირდატ ქამადაძე.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უკვე ერთი წელია აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. 

ბაგრატიონს სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას და მეპატრონისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას ედავებიან.

საქმე ეხება ივანიშვილის რეზიდენციის კამერას. ბრალდება ამტკიცებს რომ გასული წლის ზაფხულში ბაგრატიონმა ოლიგარქის შეკვეთილის რეზიდენციასთან განზრახ დააზიანა ივანიშვილის კუთვნილი ვიდეო თვალი. ზარალი კი ექსპერტიზამ 600 ლარად შეაფასა.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი