უკონტროლო კრიმინალი თბილისის ქუჩებში | სხვადასხვა ობიექტს არასრულწლოვნების ორგანიზებული ჯგუფები ძარცვავენ

გამოქვეყნდა:

უკონტროლო კრიმინალი თბილისის ქუჩებში. არასრულწლოვნების ორგანიზებული ჯგუფები სხვადასხვა ობიექტს ერთი მეორეს მიყოლებით ძარცვავენ.

ბარნოვის ქუჩაზე გვიან ღამით სასმელების მაღაზია "პრემიერ ალკო" გაქურდეს. სალაროდან წაღებულია 600 ლარი. სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ მაღაზიაში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები შევიდნენ. "პრემიერ ალკოს" მფლობელი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც არასრულწლოვნები ამ ობიექტს ძარცვავენ, თუმცა პოლიცია ფაქტზე შესაბამისად ვერ რეაგირებს.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი