
დაპირისპირება პარლამენტთან - მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას და სამოქალაქო აქტივისტებს წუხელ გვიან ღამით სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ბექა გრიგორიადისი პოლიციას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. დაკავებულია აქციაზე მყოფი ერთი აქტივისტი ბეჟან წვიმიტიძე. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
"გუშინაც მქონდა მცდელობა დამედგა აქ კარავი, გუშინაც წამართვეს. დამესხნენ თავს 5 კაცი და წამართვეს. შემომარტყა მილიციამ წრე, ფეხებით მირტყამდნენ, ზოგი მჩქმეტდა", - ყვება ბექა გრიგორიადისი.
ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან წუხელ მეორე რამე გაათენა. ის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და ამბობს, რომ პარლამენტთან კარვის გაშლას ისევ შეეცდება.