ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს კი მისი მეგობარი - სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

პეტრიაშვილის ოჯახი დახმარებისთვის წითელ ჯვარს მიმართავს. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული თავს ნორმალურად გრძნობს. 

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება პატიმრობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი