გუშინ, 4 აგვისტოს თავდასხმა მოხდა ოთხ ტრანსგენდერზე - მათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, მოპარეს კუთვნილი ნივთებიც. თავდამსხმელები ადგილიდან საპატრულო პოლიციის მისვლამდე მიიმალნენ. ტრანსგენდერი ქალების დასახმარებლად სასწრაფო დახმარებაც მივიდა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერების უფლებები დაცული არ არის. მათი თქმით, მთავრობის მტკიცება, რომ ლგბტ თემის უფლებები დაცულია, დამცინავი და სამარცხვინოა, რადგან მათ არ აქვთ სამსახურის დაწყების შესაძლებლობა და მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.