ლოგიკურია, რომ არჩევნების წინ "კოკაინის დედოფალი" თავისუფალია - კილაძე ანასტასია ზაუტაშვილზე

გამოქვეყნდა:

ე.წ. კოკაინის საქმეზე გასამართლებულმა ანასტასია ზაუტაშვილმა საპატიმრო დატოვა. სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ციხიდან სპეციალური სამაჯურით, ვადაზე ადრე გამოვიდა.

ზაუტაშვილი 2010 წელს 4 პირთან ერთად, კოლუმბიიდან დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს. სპეცოპერაციის დროს 60 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ანასტასია ზაუტაშვილს პატიმრობა 30 წლით ჰქონდა მისჯილი, 2012 წლის ამნისტიით სასჯელის ვადა მას 12 წლამდე შეუმცირდა. ანასტასია ზაუტაშვილს ციხე 2 წლის შემდეგ, 2022 წელს უნდა დაეტოვებინა. 

შსს-მ მაშინ ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ანასტასია ზაუტაშვილი ქილერს კურიერის ლიკვიდაციაზე ესაუბრება.

ინფორმაციას ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატი, მირიან ნიკოლაძეც ადასტურებს. მისი თქმით, მიზანმიმართული დასჯა რომ არა, იგი ციხიდან ბევრად ადრე უნდა გამოსულიყო. 

რა თქმა უნდა, ეს იყო წინა ხელისუფლების დამსახურება, მაშინ პიარის გამო აკეთებდნენ ათას სიგიჟეს. დღეს, მაგ მტკიცებულებებით, რაც საქმეში იყო, გამამტყუნებელ განაჩენს კი არა, უბრალოდ სასამართლო დასცინებდა, - ამბობს ნიკოლაძე. 

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის აზრით, მირინა ნიკოლაძეს თხოვნა შეუსრულეს. 

მირიან ნიკოლაძეს ამ საქმეში თავის დროს საკმაოდ დიდი გასამრჯელო აქვს მიღებული და ის პირდებოდა ანასტასია ზაუტაშვილს, რომ აუცილებლად გაათავისუფლებდა. ზაუტაშვილი ციხიდან იმუქრებოდა, რომ ის დაასახელებდა ციხიდან იმ პირების ვინაობას, ვინც საკმაოდ სოლიდური თანხების სანაცვლოდ გათავისუფლებას პირდებოდნენ. სავსებით ლოგიკურია, რომ არჩევნების წინ "კოკაინის დედოფალი" არის თავისუფალი, მისი ადვოკატია ნიკოლაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს გიორგი შაქარაშვილის საქმის ჩაფარცხვაში, - აცხადებს კილაძე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი