საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი

გამოქვეყნდა:

5 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ოთხი პაციენტის დადასტურებული წყარო არის სოფელი გაჩიანი, სამი შემთხვევა არის შემოტანილი, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ოთხი პაციენტის დადასტურებული საქმეა მათი კონტაქტები, ხოლო სამ პაციენტზე ინფიცირების წყაროს დასადგენად კი კვლევა გრძელდება. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 197 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 974;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 066;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა კი 18 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი