არაადეკვატური სპეცოპერაცია ჩაატარეს, გაუგებარია რა ეძებდნენ - ბესო გაზდელიანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკითხება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო გაზდელიანი, უკვე 2 საათზე მეტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის შეკითხვებს პასუხობს.  

მან საზედამხედველო უწყებას თავად მიმართა და იმ საქმის შესწავლა მოითხოვა, რომლის ფარგლებშიც 9 მარტს გაზდელიანის ოჯახში სუს-ი შევიდა, ამოიღო ტექნიკა.

"სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმი შემოიჭრა ჩემთან სახლში. ანტიტერორისტული, სრული სამხედრო ეკიპირებით. სრულიად გაუგებარი იყო მათი ამ სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზები. დაახლოებით ერთი საათი მე და ჩემი ოჯახი ვიყავით დატყვევებული. ჩემს მოპირდაპირედ ჩემს სართულზე, ჩემი და ცხოვრობს და ვთხოვდი, რომ ბავშვები იქნებ გამეყვანა, თუმცა ამისი საშუალებაც არ მომცეს. არაადეკვატური სპეცოპერაცია ჩაატარეს ძალით არაადეკვატური გამოყენებით, გაუგებარია თუ რა ეძებდნენ",- ამბობს გაზდელიანი.

როგორც გაზდელიანის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაშვილი ამბობს მათ მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება ორი კუთხით - უფლებამოსილების გადამეტებაზე და ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გასცა ბრძანება გაზდელიანების ოჯახის ჩხრეკაზე.

ბესო გაზდელიანის გამოკითხვის დასრულების შემდეგ საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიბაროს შსს-ს ის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი