ძალადობა და იარაღის გამოყენება ტურისტების მიმართ - თელავის სასამართლო აღკვეთზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული მესაზღვრის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობა ამ წუთებში მიმდინარეობს თელავის რაიონულ სასამართლოში

ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იმედა ცისკარაული სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

უწყების განცხადებით, უმცროსი სერჟანტი 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად ხელბორკილი დაადო და სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 

პროკურატურამ ცისკარაულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და იარაღის გამოყენებით) წარუდგინა, ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ცისკარაულს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი