ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ მესაზღვრეს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ მესაზღვრეს აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

იმედა ცისკარაული სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყების განცხადებით, უმცროსი სერჟანტი 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად ხელბორკილი დაადო და სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია. 

პროკურატურამ ცისკარაულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და იარაღის გამოყენებით) წარუდგინა, ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ცისკარაულს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი