ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის ადვოკატმა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. უფლებადამცველი ამბობს, ის უკვე გაეცნო სამართალდამცავების მიერ შედენილ დაკავების ოქმს და სავარაუდოდ, დღის ბოლოს საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნება.
სამართალდამცავები ბექა გრიგორიადისს დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული დაკავების კადრებში, გრიგორიადისის მხრიდან რაიმე სახის დაუმორჩილებლობა არ ჩანს.
"სწორედ ის ეპიზოდია ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც კარვის გაშლა არ უშლიდა ხელს გზის სავალ ნაწილს და არ ხდებოდა არც სხვა პირების და ინტერესების უგულებელყოფა. კანონში არანაირი ჩანაწერი არ გვხვდება, რომ არ შეიძლება კარვის გაშლა. ამ შემთხვევაში ბექა გრიგორიდისი კი არ იქცეოდა კანონის საწინააღმდეგოდ, პირიქით, სწორედ ის პოლიციელები, რომლებმაც წაართვეს კარავი და აღუკვეთს მას პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა. სწორედ ეს პოლიციელები იქცეოდნენ უკანონოდ. აშკარად იკვეთება ის, რომ ეშინიათ იმ აქციების, სადაც შეიძლება კარავი იყოს გაშლილი", - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 1 ივნისს პარლამენტთის უკან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს, მას კარვის გაშლა სურდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.