ქუთაისში სპეცოპერაცია ჩატარდა - კრიმინალურმა პოლიციამ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ერთი მამაკაცი დააკავეს. "მთავარის" ინფორმაციით, დაკავების დროს მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა.
სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი 55 წლის ზაზა ჟორჟოლაძეა. "მთავარის" ინფორმაციით, მას ავტომობილით განსაკუთრებითი დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა.
თავად დაკავებულიც ადასტურებს, რომ მისი დაკავება ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება.
"ახლა დამაკავეს, არ ვიცი, პროგრამიდან გამოვდიოდი და დამაკავეს", - ამბობს ჟორჟოლაძე. "მთავარის" კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ავტომობილში ნარკოტიკული ნივთიერება და რამდენი აბი იყო, დაკავებული პასუხობს: "კი. რაც მეკუთვნოდა, ის არის".
შსს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.