ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი 2 000-ლარი დააკისრა.
გრიგორიადისი გასულ ღამეს, პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როცა ის კარვის გაშლას ცდილობდა. ლაზარეს მამას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და მოწმეების წარდგენისთვის დროს და პროცესის გადადებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სხდომა მხოლოდ საათნახევრით გადადო.
მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო, რომელმაც დაკავების ვიდეოკადრებიც ვერ წარადგინა, რადგან მისი თქმით, სამხრე კამერა არ მუშაობდა.
გრიგორიადისი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.