ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს, ოჯახს საჭმლის შეგზავნის უფლება არ მისცეს - გირჩი-მეტი თავისუფლება

გამოქვეყნდა:

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ინფორმაციით, 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულ ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა ხვალამდე გაუხანგრძლივეს.

როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში წერს, ოჯახის წევრებს დაკავებულთან საკვების შეტანის შესაძლებლობას არ აძლევენ.

"ჩვენი პარტიის წევრი, ლევან ნიშნიანიძე დააკავეს გუშინ, დაახლოებით, საღამოს 10 საათზე.

პატიმრობა გაუხანგრძლივეს ხვალამდე. სასამართლო ჩატარდება ხვალ.

საჭმლის შეგზავნის უფლება ოჯახის წევრებს არც გუშინ მისცეს და არც - დღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

2 ივნისს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ბანერების გამო 8 ადამიანი დააკავეს.  მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა. დღეს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება ლოზუნგით, "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი