ექიმების სასამართლო პროცესი - გაუშვებენ თუ არა ციხეში ცნობილი ექიმებს?

გამოქვეყნდა:

გაუშვებენ თუ არა ციხეში ცნობილი ექიმებს, რომლებსაც ბრალი გულგრილობაში და თაღლითობაში ედებათ.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლო თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის და ექიმისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობს. პროცესს ესწრებიან 25 წლის გოგო მშობლებიც, რომელიც 20 თვის წინ არასწორად ჩატარებული ოპერაციის გამო დღემდე კომაშია.

კიდევ ერთ ექიმს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. 

ექიმების ადვოკატის თქმით, უსაფუძვლოა ის ქმედება, რომ ექიმები ბრალდებულებად იყვნენ ცნობილები. მისივე თქმით, უსაფუძვლოა ასევე თაღლითობის ბრალდება. ადვოკატი ამბობს, რომ წარადგენენ მტკიცებულებებს, სადაც ახსნილი იქნება, რომ ექიმის ლიცენზია ფარავს ამ პროცედურის აუცილებლობას. 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო იურისტი ნუცა ბურდილაძე ამბობს, რომ პროკურატურის მეირ წაყებეულ ბრალს სრულიად უსაფუძვლოა. 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს სახელით, კიდევ ერთხელ გავაკეთო განცხადება, რომ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს, არცერთ ნაწილში. თაღლითობასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა ის, რომ საკმაოდ უსაფუძვლოდ არის გაჟღერებული. პირველი ოპერაცია, რომელიც ჩატარდა სექტემბრის თვეში, წარმატებით დასრულდა, პაციენტი ამ შემთხვევაში კმაყოფილი იყო. იმიტომ რომ მას ის დისკომფორტი, რაც ჰქონდა და რამაც ოპერაციის ჩატარება საჭირო გახადა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს არ იყო მოკლე ვადა, ერთი და ორი კვირა. რამდენიმე თვის შემდეგ, მას ისევ დაეწყო ჩივილები და თავიდან გაიარა იტალიელ ექიმებთან კონსულტაცია და საჭირო გახდა მეორე ოპერაცია - ამბობს ნუცა ბურდილაძე

პაციენტის, მამა ბადრი ცირეკიძე ამბობს, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. 

ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, რომ სამართალი აღდგეს, ყველა დამნაშავე დაისაჯოს, რადგან სხვისი შვილებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ. ჩაერიოს ქვეყანა, ჩაერიოს ჯანდაცვა. მთლიანად, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ჯანდაცვას. თუ რამე სხვა გზები გამოინახება, რომ იქნება რაღაც მდგომარეობა დავუბრუნოთ. ამ ეტაპზე მთლიანად უმოქმედოდ არის - ბადრი ცირეკიძე  

ოჯახის ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი თქმით, რომ მოიპოვეს ორი დოკუმენტი. მისივე თქმით, მ.ხ-სა და ვ.ყ-ს შესაბამისი სერთიფიკატი და ლიცენზია არ გააჩნიათ, რომ საექიმო მანიპულაცია ჩაეტარებინათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი