
ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმობს.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე.
ვიდეოს Facebook-მომხმარებელი მარია ზოიძე ავრცელებს და წერს, რომ ეს კაცი, რესტორან "რეტროს" მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძეა და ის ფიზიკურად საკუთარ თანამშრომლებს უსწორდება. მოქალაქე წერს, რომ ამავე სახაჭაპურეში ის მენეჯერი იყო, თუმცა არაადამიანური მოპყრობის გამო მან სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა.
იხილეთ ასევე: