„შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ 30 000 ლარით დაჯარიმდა | შრომის ინსპექციის განცხადება

გამოქვეყნდა:

შრომის ინსპექციის სამსახურმა "შპს რეტროსა" და "შპს რესტრო 2"-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და დამატებით, ობიექტები 30 000 ლარით დააჯარიმა. უწყების განცხადებით, მათ მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში.

"შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა. 

უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. 

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს," - წერს შრომის ინსპექცია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი