"თავისუფლება ნიკა გვარამიას, "მთავარი არხის" დამფუძნებელი წელიწადზე მეტია, "ოცნების" უკანონო პატიმარია, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვს ივანიშვილის ციხე", - ამ მოთხოვნით დღეს უკრაინელი ჟურნალისტები საქართველოს საკონსულოსთან შეიკრიბნენ, პოპულარული ტელეწამყვნისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნას დღეს ტელე-ჟურნალისტებიც შეურთდნენ.
უკვე ცნობილი გახდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობა - საქმეს ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი და ნინო სანდოძე განიხილავენ. სხდომას უხელმძღვანელებს მერაბ გაბინაშვილი, რომლის აცილებაც 3 თვის წინ ნიკა გვარამიას ადვოკატებმა მოითხოვეს. თევზაძე კი ამერიკელების მიერ დასანქცირებული ლევან შენგელიას ნათესავია.