ექიმების სასამართლო დასრულდა - ყიფიანი პატიმრობაში რჩება, ლობჟანიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

გამოქვეყნდა:

დასრულდა გულგრილობასა და თაღლითობაში ბრალდებული ექიმების სასამართლო პროცესი. მოსამართლემ ვატო ყიფიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რაც შეეხება გიორგი ლობჟანიძე გაათავისუფლა 
ასი ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, რასაც ის უძრავი ქონებით უზრუნველყოფს და მისი ქონება რამდენიმე დღეში დაყადაღდება. 

ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება ნაწილობრივ მიიღო, როდესაც ლობჟანიძე გაათავისუფლა. ვატო ყიფიანთან დაკავშირებით ისინი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას ესწრებოდნენ 25 წლის გოგოს მშობლებიც, რომელიც 20 თვის წინ არასწორად ჩატარებული ოპერაციის გამო დღემდე კომაშია. 

ცნობისთვის, საქმის გამოძიება 2019 წლის 5 მარტს დაიწყო. პროკურორის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რითაც მტკიცდება ექიმების დანაშაული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი