"გამოძიებას მივაწოდეთ არაერთი ვიდეომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ თანამშრომლები თეიმურაზ ვარშანიძეს სცემენ" | "რეტროს" მფლობელის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ბათუმში რესტორან "რეტროს" მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ   გამოძიებას არაერთო ვიდეო მასალა მიაწოდეს, რომლითაც დასტურდება, რომ ,"რეტროს" თანამშრომლები,  თეიმურაზ ვარშანიძეს ფიზიკურად უსწორდებიან. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  მსურს განცხადება გავაკეთო რესტორან „რეტროში“ მომხდარ ფაქტზე: 

აღნიშნულ საქმეზე  ბრალდებულის დაცვის მხარეს წარმოვადგენ, შესაბამისად ალბათ წარმოგიდგენიათ გავრცელებული კადრების ფონზე რამხელა აგრესია  წამოვიდა  ჩემი მისამართით,  არ მოერიდნენ ჩემი ოჯახის წევრების ლანძღვას, მათ შორის გადაწვდნენ  გარდაცვლილ მამაჩემს. 

გასაგებია, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთი მხრიდან მოწოდებული კადრების ფონზე იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა საქმეში არსებობს რამდენიმე უტყუარი მტკიცებულება (სხვა ვიდეო ჩანაწერები), რომლის გასაჯაროებაც, გამოძიების ამ ეტაპზე ჩემგან,როგორც ადვოკატისგან, არაეთიკურია. აღნიშნულ ვიდეო კადრებში უამრავი მოძალადის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რაც ძალიან მძიმე სანახავი იქნება მათი ახლობლებისთვის.

აქვე, მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო: 
1. „რეტროს“ მეპატრონის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართვის ტონი არ იყო მოსაწონი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე ადამიანი დამნაშავედ შერაცხოთ და ამასთან ერთად გადმომწვდეთ მე, როგორც მის დამცველს.  
2. გამოძიებას მივაწოდეთ არაერთი ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ,,რეტროს” თანამშრომლები სცემენ თეიმურაზ ვარშანიძეს, მათ შორის ფიზიკურად უსწორდებიან წაქცეულს.
3. სპეკულირება იმ თემით, რომ თითქოს „რეტროს“ პერსონალის უმეტესობას რუსები წარმოადგენენ, არის აბსოლუტური სიცრუე. 34 თანამშრომლიდან, მხოლოდ 2-ია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 
4. ,,რეტროს” თანამშრომლების უმრავლესობა, წლებია დასაქმებულია აღნიშნულ კომპანიაში და მათგან არასდროს მომხდარა რაიმე პრეტენზიის ან უკმაყოფილების დაფიქსირება მენეჯმენტის მიმართ, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ბოლო დღეებში მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარს და რეალურობას" - წერს ლევან მახარაშვილის საადვოკატო ოფისი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი