"მაქვს 10-მდე ვიდეო, სულ როგორც ვიცი 27 არსებობს" - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმე

გამოქვეყნდა:

აჭარის პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“ განცხადებით მიმართა და ბავშვებზე  გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყება მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ინფორმაცია თავდაპირველად "ბათუმელებმა" გაავრცელა

საუბარია 7-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდნენ. მოძალადეები იღებდნენ ვიდეოებს, რომლებსაც შემდეგ შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ  ვიდეოგადაღების შესახებ ძალადობის მსხვერპლებმა იცოდნენ, თუმცა ზოგი ვერ აცნობიერებდა მომხდარს, ზოგი კი შიშის გამო დუმდა.

"მე მაქვს 10-მდე ვიდეო, სულ როგორც ვიცი 27 არსებობს. ეს ვიდეოები შეიცავს ფოტომასალას, გოგოების მონაწილეობით, 2-3 გოგოს მონათხრობს, მუქარის ამსახველი ვიდეოც არის, ერთი გოგო მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. შევიტანე განცხადება პროკურატურაში, ამ ეტაპზე ჯერ არ მომხდარა დაკავშირება ჩემთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მივაწვდი ყველა ინფორმაციას და სავარაუდო დამნაშავეების შესახებ ინფორმაციასაც", - ამბობს დეა ერემაშვილი.

შსს-ს ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, დაიწყებს გამოძიება სექსუალური ხასიათის სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა  რამდენიმე პირი და გამოკითხვები გრძელდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი