პოლონეთში საქართველოს მოქალაქე კატალიზატორების ქურდობისთვის დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის ქალაქ ლუბლინის პოლიციამ კატალიზატორის ქურდობისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს 31 წლის ქართველ კაცს უკვე წაუყენეს ბრალი და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

მათივე ცნობით, მანქანებიდან კატალიზატორების მოპარვის ფაქტები ლუბლინის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა. საერთო ჯამში მოპარულია 5 კატალიზატორი და დაფიქსირდა ქურდობის 2 მცდელობა. მიყენებული ზიანი 20,000 ზლოტს აღწევს. 

გამოცემა წერს, რომ ყველა ამ ქურდობაში გამოძიებამ საქართველოს მოქალაქის კვალი აღმოაჩინა. 

ქალაქ ლუბლინის პოლიციის ხელმძღვანელის, კამილ კოლებიოვსკის ინფორმაციით, კაცი პოლიციელებმა ვარშავაში დააკავეს, მას თან აღმოაჩნდა ნარკოტიკები, ასევე მოპარული საფულე და ჩანთა.

მას ბრალი ქურდობის 5 ფაქტზე და ქურდობის 2 მცდელობაზე წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი