ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული "რეტროს" მფლობელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

რესტორან "რეტროს“ მფლობელ თეიმურაზ ვარშანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. დავითაძე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს საპატიმროს. 

გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ მოითხოვა. ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება.  

თეიმურაზ ვარშანიძეს გამოძიება მუქარასა და ძალადობას ედავება. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში თანამშრომლებმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანს მიმტანთან ფიზიკური დაპირისპირება. 

"რეტროს" მფლობელი "ხმამაღალი  ტონის" გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს რომ დამნაშავე არ არის. 

სახაჭაპურეში შრომითი ინსპექციაც შევიდა, რომელმაც რესტორანი 30 000 ლარით დააჯარიმა და მუშაობის პროცესი შეუჩერა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი