
სასამართლომ "ტვ პირველის" მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორის, ნუგზარ ალუღიშვილის დავას ახალი ამბების სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტის, მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ფაქტებს. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას და ქონების დაყადაღებას ითხოვს. მოსამართლე, რომელსაც საქმის განხილვა დაევალა მურუსიძის გარემოცვასთან დაახლოებულია. ტვ პირველის ცნობით ფაქტი, რომლის გამოც ჟურნალისტებს პრემიერის ოჯახის ახლობელი უჩივის, უკვე დადასტურებულია და ღვინის ქარხანა, ალუღიშვილმა პრემიერის მამის სახელზე გადააფორმა. ტვ პირველის შეფასებით სასამართლო დავა პრემიერის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული ანგარიშსწორების გაგრძელებაა.