კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა და ფემიციდის სასტიკი ფაქტი თბილისში. 31 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. 27 წლის ახალგარდა ქალი, რომლსაც 2 დღე ეძებდნენ, სასაფლაოზე მოკლული იპოვეს.
ისტორიის დეტალები აჩვენებს, რომ ცივსისხლიანი მკვლელობა წინასწარ იყო ჩაფიქრებული და მკვლელი ყოველგვარი სინანულის გარეშე მოქმედებდა. ყოფილი ცოლი ქმარმა ჯერ დაახრჩო, შემდეგ კი გლდანის მიმართულებით წაიღო და ხევში გადააგდო.