მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ჯაფარიძე პროცესიდან ფეისბუქ პოსტს ავრცელებს და წერს:

გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს

166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად
ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა
მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო
ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა - ‘მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …’ - ამას რატომ არ დაემრჩილეთ და არ დაიშალეთო
რა ბელორუსი, ნიკარაგუა ვართ" წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ჯაფარიძე და მოსიაშვილი მარტის აქციების დროს დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა  მოსიაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, ხოლო ჯაფარიძეს თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა. 

მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი