წალენჯიხაში პოლიციელებს თავს დაესხნენ - არიან დაკავებულები

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის საქმეზე შვიდი პირია დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს  ბულვარში 10-მდე ახალგაზრდა მთვრალ მდგომარეობაში სკანდირებდა "ქურდებს სიცოცხლე", პოლიციის მანქანის გამოჩენის შემდეგ კი, მათ სამართალდამცველების შეურაცხყოფა დაიწყეს. პოლიციელებმა თავდაპირველად არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ახალგაზრდებს მოუწოდა დაშლილიყვნენ და შეეწყვიტათ ხმაური, თუმცა შეკრებილები მათ არ დაემორჩილნენ,  ადმინისტრაციულად დაკავების დროს კი წინააღმდეგობის გაწევა და მათზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

გამოძიება სსკ-ის  353​-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.  ამ მუხლით დაკავებულია 3 პირი, ხოლო 4- ადმინისტრაციული წესით. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი