რუსთავში გუშინ, 5 აგვისტოს ღამეს ავარია მოხდა - მეგობრობის გამზირზე, "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი დამცავ ბეტონის ჯებირს.
იმის გამო, რომ მძღოლი გადმოსვლას ვერ ახერხებდა, მანქანა დაჭრეს, მამაკაცი კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
ინფორმაციას და ვიდეო მასალას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.