ილია ფილფანს კვლავ ეძებენ - 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 წლის ილია ფილფანის ძებნაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს და მოსახლეობას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.  

სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის ძებნის ფარგლებში უკვე შემოწმდა 7 მდინარის კალაპოტი და 18 სოფლის მიმდებარე ტერიტორია. სამძებრო სამუშაოებში 80-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს. ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და 17 დღეა, მას უშედეგოდ ეძებენ.

ცნობისთვის, მოზარდის გაუჩინარებაზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი