ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა. შემდეგი სასამართლო პროცესი 27 ივლისს, 11 საათზე ჩაინიშნა. 

ლაჩაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს. გამოძიების ცნობით, 31 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიამ მაზიაშვილი მანქანაში ჯერ გაგუდა, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. მკვლელობა თბილისში 4 ივნისს მოხდა. პოლიცია დაკარგულ ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდა. მისი ცხედარი გლდანის ტერიტორიაზე იპოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი