
მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, სასამართლოში იბარებენ. მას პარლამენტთან კარავი აქვს გაშლილი და პროტესტს ამ ფორმით აგრძელებს. როგორც ბექა გრიგორიადისი ამბობს, მას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მოსამართლისა და პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფას ედავებიან.
"წარადგინეს ოქმი სადაც მედავებიან ჩემი Facebook გვერდიდან შეურაცხყოფა პოლიციელზე, მილიციას კი მაგრამ პოლიციას მე არ ვეხები, იმიტომ, რომ პოლიციელები ჩვენი ბიჭები არიან და მილიციელები რუსების მილიციაა და შემიძლია ვაგინო რამდენიც მინდა", - ამბობს ბექა გრიგორიადისი.
რამდენიმე დღის წინ ლაზარეს მამას, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის 1 ივნისს მაშინ დააკავეს, როცა პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ კარვის გაშლას ცდილობდა.