თბილისში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულ პირს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ორი.

სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს,  კრწანისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, რომელიც დასაშვებ ნორმაზე მეტი ტვირთით დატვირთულ ავტომობილს მართავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრავი 5 ავტომანქანას დაეჯახა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ჩავარდა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარუდგინა.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი