
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 31 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 16 პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 30 042 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 148 000 ლარს აღემატება.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით.