საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი

გამოქვეყნდა:

6 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 9 ახალი შემთხვევიდან 7 არის იმპორტირებული, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 2 შემთხვევაზე კი წყაროს აღმოჩენის მიზნით კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 206 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 987;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 071;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა კი 18 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი