სარფში ჯამში 43 460,34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

გამოქვეყნდა:

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 43 460,34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.  საერთო წონა: 451,89 გრამს შეადგენდა.

კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7 573,59 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი