წამება და დამამცირებელი მოპყრობა ციხეში - ყოფილი მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს. ის "მთავართან" საუბრისას ყვება, რომ სხვა პატიმრების მხრიდან გაუპატიურების მცდელობაც იყო, რასაც ციხის ადმინისტრაცია ხელს უწყობდა.
შევუტანე ციხის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეს საჩივარი, რადგან განხორციელდა ჩემზე უამრავი ზეწოლა. დაზიანებები მომაყენეს ფეხის არეში დარტყმით, მაქვს ფსიქოლოგიური და მორალური დაზიანებები მიღებული. ვარ თვითშელახული, როგორ ვთქვა. მომაყენეს ასევე, სექსუალური შევიწროვების მცდელობაც ჰქონდათ ჩემ მიმართ. მუქარები დღემდე გრძელდება ჩემ მიმართ. მემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით. თვითონ ციხის ადმინისტრაციისგან მოდის ეს ჩემი შანტაჟები და დაშინებები, - ამბობს ყოფილი პატიმარი.
მისი თქმით, სიცოცხლის მოსპობით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღემდე ემუქრებიან, ამიტომ ვინაობის გამხელა არ სურს. მან უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ლონდა თოლორაიას უწყებამ საქმის შესწავლა დაიწყო.