თარხნიშვილზე სასმლის მაღაზია კიდევ ერთხელ გაქურდეს - ორბელიანზე გატეხილია 3 ობიექტი

გამოქვეყნდა:

დღეს გამთენიისას თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ არასრულწლოვანებმა მაღაზია Premiere alco-ს საწყობი და ოფისი გატეხეს. ეს წელს ამ მაღაზიის გაქურდვის უკვე მესამე შემთხვევაა. ორი კვირის წინ, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა შოურუმი გატეხეს.

გარდა ამისა, სამი ობიექტი გაქურდეს ორბელიანის მოედანზე - ორი რესტორანი, ერთი ბარი. წაღებულია ტექნიკა და ფული. სავარაუდოდ ქურდობაში ამ შემთხვევაშიც არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი