ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის წევრები თბილისში - ავტორიტეტული ორგანიზაცია ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი განცხადებების შემდეგ კონკრეტულ ქმედებაზე გადადის. საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაცია ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებას უკვე საქართველოში ითხოვს. 

კომიტეტი, რომელიც გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იცავს მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტების უფლებებს ქართლი ოცნების ხელისუფლებას ღიად და ხისტად მიმართავს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მთავარი არხის დამფუძნებელი უკანონო  პატიმრობიდან.  

დღეს საერთაშორისო უფლებადამცველები ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს თანხმობას მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდნენ.

დღის ბოლოს რუსთავის ციხესთან ორგანიზაციის სახელით გაკეთდა განცხადებაც, სადაც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველა რეზოლუცია, მხარდამჭერი განცხადება, მოწოდება რომელიც მთავარი არხის გენერალური დირექტორის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში გაკეთებულა და კიდევ ერთხელ მოუწოდეს მმართველ გუნდს რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

თავისუფლება ნიკას - ამ მოთხოვნით როგორც ქვეყნის შიგნით ასევე უკვე საზღვრებს გარეთაც რეპორტიორები ერთიანდებიან. უკრაინისა და ბულგარეთის შემდეგ ამჯერად კამპანიას შეუერთდნენ ისრაელელი ჟურნალისტები, კარინა რუბინშტეინსა და მის კოლეგებს, ისრაელში საქართველოს საელჩოს დახმარებით სურდათ ნიკას გათავისუფლების მოთხოვნა გაეგზავნათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, თუმცა გვიყვებიან, რომ საელჩოში მისულებს კარი დაკეტილი დახვდათ და მითითებულ ტელეფონის ნომრებზე არავინ პასუხობდათ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი