დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტში - "მთავარის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი დღეს, საღამოს საათებში მოხდა.  როგორც "მთავარს" ტყვიავიდან აცნობეს, ნაცემი მამაკაცი სოსო ქარელია, ის ცოტა ხნის წინ, ქარელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ომარ ქარელის ძმაა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. "მთავარი" შსს-ს დაუკავშირდა და საკითხთან დაკავშირებით მათ კომენტარს ველოდებით.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი